ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

იერუსალიმის კათოლიკე პატრიარქი: ჰამასის ტყვეობაში მყოფ ბავშვებს ჩავენაცვლები

REUTERS/Yara Nardi/File Photo 

პაპი ფრანცისკეს წარმომადგენელმა იერუსალიმში, კარდინალმა პიერბატისტა პიცაბალამ თქვა, რომ ის მზადაა ისრაელელი ბავშვების ნაცვლად ჰამასის ტყვეობაში თვითონ აღმოჩნდეს. კარდინალმა ამის შესახებ ჟურნალისტებთან 16 ოქტომბერს ისაუბრა.

"დიახ მე მზად ვარ, რომ ჩავენაცვლო. ნებისმიერი რამისთვის მზად ვარ, თუ ამან შეიძლება ბავშვები სახლში დააბრუნოს. ჩემი მხრიდან სრული მზადყოფნა იქნება" - თქვა კარდინალმა პიერბატისტა პიცაბალამ. 

მისი თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი ახლა ტყვეების გათავისუფლებაა და სხვა შემთხვევაში კონფლიქტის ესკალაცია გარდაუვალია.

კარდინალი პიერბატისტა პიცაბალა რომის კათოლიკე ეკლესიას წარმოადგენს ისრაელში, პალესტინურ ტერიტორიაზე, იორდანიასა და კვიპროსში. 

კომენტარები