ირანი

ცნობილი ირანელი რეჟისორი დარიუშ მეჰრჯუი ცოლთან ერთად საკუთარ სახლში მოკლეს

ვეჰიდეჰ მოჰამადიფარი და დარიუშ მეჰრჯუი

ირანში ცნობილი რეჟისორი დარიუშ მეჰრჯუი და მისი ცოლი ვეჰიდეჰ მოჰამადიფარი საკუთარ სახლში მოკლულები იპოვეს. სამართალდამცავების თქმით ცოლ-ქმარს ჭრილობები დანით აქვს მიყენებული.

შემთხვევა ქარაჯის რეგიონში მესხინ დაშტის დასახლებაში მოხდა. მოკლული წყვილი რეჟისორის შვილმა მონა მეჰრჯუიმ აღმოაჩინა. ორივე მსხვერპლს დანა კისრის არეში აქვს ჩარტყმული. რამდენიმე კვირით ადრე მოჰამადიფარი სოციალურ ქსელში წერდა, რომ უცხო ადამიანი დანით მოკვლით ემუქრება. 

მეჰრჯუი ირანული ახალი ტალღის ერთ-ერთ პიონერად ითვლება. მის ცნობილ ნამუშევრებს შორის არის ფილმები The Cow, Hamoun, Sara, Leila, The Pear Tree. 

რეჟისორი არაერთ კინოფესტივალის მონაწილე და გამარჯვებულია, მიღებული აქვს სან-სებასტიანისა და ჩიკაგოს საერთაშორისო კინოფესტივალების ჯილდოები.

კომენტარები