რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსებმა ხარკოვის ოლქზე იერიში მიიტანეს — დაიღუპა 2 ადამიანი

ДСНС

15 ოქტომბრის ღამეს რუსმა სამხედროებმა ხარკოვის ოლქში, ქალაქ იზიუმზე მიიტანეს იერიში, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა. 

გავრცელებული ინფორმაციით, დაინგრა კერძო სახლი და გაჩნდა ხანძარი. მომხდარს კი 57 წლის კაცისა და 54 წლის ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო ერთი ქალი, რომელიც აფეთქების შედეგად წარმოქმნილი ნამსხვრევებით დაიჭრა, საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, ოკუპანტებმა მართვადი საჰაერო ბომბი გამოიყენეს. 

კომენტარები