პრეზიდენტის იმპიჩმენტი

ვაშაძე: ვერ მივიღებ მონაწილეობას იმპიჩმენტში, რადგან იმპიჩმენტის ობიექტი არ არსებობს

2018 წელს გაერთიანებულმა ოპოზიციამ ძალა ერთობაშია გააკეთა შემდეგი განცხადება, რომ საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური არ ჩატარებულა. ჩატარდა ბიუროკრატიულ-კრიმინალური ოპერაცია, რომლის შედეგადაც ზურაბიშვილი შეიტანეს ოფისში. შესაბამისად, ჩვენ, როგორც საქართველოს მოქალაქეებს, არ გვყავს პრეზიდენტი და მის მიმართ არ გვაქვს არც სამართლებრივი, არც მორალური და არც პოლიტიკური ვალდებულებები. ჩემთვის ეს განცხადება დღესაც მოქმედია და ვერ მივიღებ მონაწილეობას იმპიჩმენტის პროცესში იმიტომ, რომ არ არსებობს იმპიჩმენტის ობიექტი.

ამბობს ენმ-ს ყოფილი თავმჯდომარე და პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი, გრიგოლ ვაშაძე პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით.

კომენტარები