რუსეთი-ჩრდილოეთ კორეა

თეთრი სახლი: ჩრდილოეთ კორეამ რუსეთს სამხედრო ტექნიკა და საბრძოლო მასალა გადასცა

DREW ANGERER/GETTY IMAGES

ვაშინგტონის ინფორმაციით, ბოლო ერთი თვის განმავლობაში ჩრდილოეთ კორეამ რუსეთს 1 000-ზე მეტი კონტეინერით სამხედრო ტექნიკა და საბრძოლო მასალა გაუგზავნა.

თეთრი სახლის განცხადებით, 7 სექტემბრიდან 1-ლი ოქტომბრის ჩათვლით რუსეთის დროშის ქვეშ მცურავმა გემმა ტვირთი გადაიტანა ჩრდილოეთ კორეის საბრძოლო მასალის საწყობიდან რუსეთის პორტში, რის შემდეგაც ტვირთი რუსეთის სამხედრო საწყობში გადაიტანეს.

როგორც BBC-ი წერს, თეთრმა სახლმა გამოაქვეყნა ვიზუალური მასალები, რომლებიც, აშშ-ს თქმით, ეს ინფორმაცია დასტურდება.

"ჩვენ ვგმობთ [ჩრდილოეთ კორეის] სამხედრო აღჭურვილობის რუსეთისთვის მიწოდებას. ჩვენ გავაგრძელებთ რუსეთისთვის იარაღის ნებისმიერი ახალი მიწოდების მონიტორინგს". - თქვა ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა ჯონ კირბიმ.

რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის ურთიერთობის ქრონოლოგია

კომენტარები