ჰამას-ისრაელის 2023-25 წლის ომი

გაერთიანებული სამეფო ისრაელში სადაზვერვო თვითმფრინავს და 2 საზღვაო გემს გაგზავნის

GETTY IMAGES

გაერთიანებული სამეფო ისრაელში სადაზვერვო თვითმფრინავსა და სამეფო საზღვაო ძალების ორ გემს გაგზავნის. ინფორმაციას BBC პრემიერმინისტრის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

საფრთხის აღმოჩენისა და ტერორისტული ჯგუფებისთვის იარაღის გადაცემის კონტროლის მიზნით თვითმფრინავი პატრულირებას 13 ოქტომბერს დაიწყებს.

გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრმა რიში სუნაკმა თქვა, რომ სამხედრო მხარდაჭერა ხელს შეუშლის კონფლიქტის შემდგომ ესკალაციას.

გეგმის მიხედვით, სამეფო საზღვაო ძალების სამუშაო ჯგუფი, რაიონში ჰუმანიტარული დახმარების აღმოსაჩენად მომავალ კვირას გადავა.


ღაზის სექტორიდან ჰამასის ისრაელზე მოულოდნელი თავდასხმა 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით დილის 7 საათზე დაიწყო, როცა ისრაელის მიმართულებით ტერორისტებმა ასობით რაკეტა ისროლეს, პარალელურად კი სამხრეთით მდებარე ქალაქებში შეიჭრნენ

თავდასხმა ერთდროულად ხმელეთიდან, ზღვიდან და ჰაერიდან განხორციელდა. ისრაელისთვის ეს სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა.

თავდასხმის თარიღამდე ერთი დღით ადრე შესრულდა იომ კიპურის ომის (ეგვიპტისა და სირიის ისრაელზე თავდასხმის) 50 წლისთავი - ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს შემთხვევითობა არ არის.

ჰამასის ტერორისტებმა დახოცეს ისრაელის ასობით მოქალაქე, მათ შორის, ქალები, ბავშვები და მოხუცები.

კომენტარები