საქსტატი

სამომხმარებლო ფასების ინდექსი 0.7%-ით გაიზარდა – საქსტატი ახალ სტატისტიკას აქვეყნებს

სტატისტიკის ეროვნული სამსახური მონაცემებით, წინა თვესთან შედარებით, სექტემბერში სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზებული ინდექსი 0.7%-ით გაიზარდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 0.2%-ით შემცირდა.

სამომხმარებლო ფასების ზრდა ყველაზე მეტად 5.1%-ით განათლების სფეროში გაიზარდა. ასევე,  2.5%-ით გაიზარდა სატრანსპორტო მომსახურების ფასებიც. თამბაქოსა და ალკოჰოლური სასმელების შემთხვევაში სამომხმარებლო ფასების ინდექსი 0.4%-ით, ხოლო კავშირგაბმულობის სექტორში 0.1%-ით შემცირდა. 

წლიურ ჭრილში, წინა წლის შესაბამის მაჩვენებლებთან შედარებით სამომხმარებლო ფასების ინდექსი 8.7%-ით გაიზარდა საქონელსა და მომსახურებაზე; 5.7%-ით თამბაქოსა და ალკოჰოლურ სასმელებზე; განათლების სექტორში ინდექსის ზრდამ 5.2%, ხოლო კაფეებისა და ბარების მომსახურების შემთხვევაში – 5.1%-ით მოიმატა. წინა წლის შესაბამის მონაცემებთან შედარებით 5.1%-ითაა შემცირებული ტრანსპორტის, 4.9%-ით ჯანდაცვისა და 3.9%-ით დასვენება, გართობა, კულტურა სექტორის სამომხმარებლო ფასები. 

 

კომენტარები