ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

აიათოლა ალი ხამენეი: დიქტატორო სიონისტებო, 7 ოქტომბრის მარცხის შემდეგ აღდგენას ვერ შეძლებთ

აიათოლა ალი ხამენეი
Getty Images

ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის თქმით, ისრაელმა საკუთარ თავს განსაცდელი მოუვლინა. ამის შესახებ ხამენეი Twitter-ის პირად გვერდზე გაუმართავი ივრითით წერს.

"დიქტატორო სიონისტებო, 7 ოქტომბრის მარცხის შემდეგ აღდგენას ვერ შეძლებთ. ეს განსაცდელი საკუთარ თავს თავადვე მოუვლინეთ". - წერს ირანის უზენაესი ლიდერი.

10 ოქტომბერს აიათოლა ალი ხამენეიმ სატელევიზიო გამოსვლაში აღნიშნა, რომ თეირანი არ იყო ჩართული 7 ოქტომბერს ჰამასის მიერ ისრაელზე განხორციელებულ თავდასხმაში, თუმცა, მიესალმება ისრაელის "გამოუსწორებელ" სამხედრო და სადაზვერვო დამარცხებას.

“ჩვენ ხელზე ვემთხვევით ყველას, ვინც გეგმავდა თავდასხმას სიონისტურ რეჟიმზე. გამანადგურებელმა სტიქიამ კრიტიკული ინფრასტრუქტურა გაანადგურა, რომლის აღდგენა მარტივი არ იქნება. ამ კატასტროფაში დამნაშავე სიონისტური რეჟიმის ქმედებებია". - თქვა ხამენეიმ ისრაელზე თავდასხმის შემდეგ პირველ სატელევიზიო გამოსვლაში.

კომენტარები