ავტოსაგზაო შემთხვევა

მახინჯაურში ავტოავარიის შედეგად დაიღუპა ერთი ადამიანი, ორი — დაშავდა

მახინჯაურში ტრაილერისა და მსუბუქი ავტომობილის შეჯახების შედეგად დაიღუპა ერთი, ხოლო დაშავდა ორი ადამიანი - ამის შესახებ ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

დაშავებულები კლინიკაში არიან გადაყვანილები.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები