არაბეთის გაერთიანებული საამიროების წარმომადგენელმა ჰამასის ტერორისტული აქტები ისრაელის სახელმწიფოს წინააღმდეგ დაგმო და შეაფასა, როგორც სერიოზული და მძიმე ესკალაცია.
განცხადება ამის შესახებ არაბეთის გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკეთა და თქვა, რომ ის შეძრწუნებულია ისრაელის სამოქალაქო პირების გადატაცების შემთხვევების გამო.
"სამოქალაქო პირვებს ორივე მხარეს სრულად უნდა იცავდეს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი და არ უნდა გახდნენ კონფლიქტის სამიზნეები" - თქვა არაბეთის გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა მინისტრმა.
არაბეთის გაერთიანებული საამიროები პირველი ქვეყანაა სპარსეთის ყურის რეგიონიდან, რომელმაც ისრაელთან ურთიერთობის ნორმალიზაცია დაიწყო, ჯერ კიდევ 2020 წელს.
ჰამასის თავდასხმა ისრაელის მიწაზე 7 ოქტომბერს დაიწყო. ჰამასის მებრძოლებმა ტყვედ აიყვანეს ისრაელელი სამოქალაქო პირები, მათ შორის ბავშვები.





