რამზან კადიროვი

კადიროვი: არჩევნები გადავდოთ ან გადავწყვიტოთ, რომ პუტინის სახით ერთი კანდიდატი გვეყოლება

პუტინის და კადიროვის შეხვედრა მოსკოვში, 2023 წლის 28 სექტემბერი
Sputnik/Mikhail Metzel/Pool via REUTERS

ჩეჩნეთის ლიდერმა, რამზან კადიროვიმა მომავალ მარტში დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების გადადებისა ან კანდიდატთა სიიდან პუტინის ოპონენტების გამორიცხვის იდეა წამოაყენა. მიზეზად კადიროვი უკრაინაში მიმდინარე "სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“, ანუ ომს ასახელებს.

კადიროვმა განცხადება 7 ოქტომბერს ჩეჩნეთის დედაქალაქ გროზნოს ცენტრში პუტინის 71-ე დაბადების დღის აღსანიშნავად შეკრებილი 25 000 ადამიანის წინაშე გააკეთა.

"მე მაქვს შემოთავაზება რომ, სანამ სპეციალური სამხედრო ოპერაცია მიმდინარეობს, ერთხმად გადავწყვიტოთ, რომ არჩევნებზე ერთი კანდიდატი გვეყოლება - ვლადიმირ ვლადიმეროვიჩ პუტინი, ან დროებით გააუქმეთ არჩევნები, რადგან დღეს სხვა არავინაა, ვინც ჩვენს ქვეყანას დაიცავს". - საჯაროდ თქვა ჩეჩნეთს ლიდერმა.

პუტინი, რომელიც რუსეთს უკვე ორ ათწლეულზე მეტია მართავს, მომავალ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ქვეყნის სათავეში 2030 წლამდე დარჩება.

მას ჯერჯერობით არჩევნებში მონაწილეობის შესახებ ოფიციალურად არ განუცხადებია.

კომენტარები