რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ოდესის ოლქში რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა – კიპერი

Оперативне командування "Південь"/Operational Command “South” / Facebook

ოდესის რეგიონში რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას ოდესის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეგ კიპერი ავრცელებს.

"შუშის ნამსხვრევებით დაშავებულია ოთხი ადამიანი". - წერს კიპერი. 

კიპერის ინფორმაციითვე, ოკუპანტებმა იერიში სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე მიიტანეს. ამასთან, რუსების თავდასხმის შედეგად დაშავებულებს შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწიათ.

კომენტარები