რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

გერმანული კომპანია Rheinmetall–ი უკრაინაში საბრძოლო მასალის მიწოდების დიდ შეკვეთას იღებს

უკრაინის და გერმანიის დროშები
International Democrat Union 

გერმანულმა შეიარაღების კომპანიამ Rheinmetall-მა საარტილერიო საბრძოლო მასალის ძირითადი შეკვეთა გერმანიის მთავრობასთან კონტრაქტის ფარგლებში მეორე ტენდერის შემდეგ მიიღო - ინფორმაციას ამის შესახებ Rheinmetall-ი ავრცელებს

გერმანიის მთავრობამ უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის ათობით ათასი L15-ის ტიპის ჭურვი, ხოლო გერმანიის შეიარაღებული ძალებისთვის ჩვეულებრივი, 155 მმ-იანი Assegai-ის ტიპის ჭურვები შეუკვეთა. Rheinmetall-ის განცხადებით, შეკვეთის მიწოდება დაგეგმილია 2024 წელს.

ახლახან დადებული ჩარჩო ხელშეკრულება 155 მმ-იანი საარტილერიო საბრძოლო მასალის მიწოდებაზე მოქმედებს 2029 წლამდე და წარმოადგენს დაახლოებით 1.2 მილიარდ ევროს ღირებულების პოტენციურ შეკვეთის მოცულობას.

კომენტარები