გრანადის სამიტი

მიშელი: გაფართოება ნიშნავს, რომ კანდიდატმა ქვეყნებმა რეფორმები განახორციელონ

გაფართოება ნიშნავს, რომ კანდიდატმა ქვეყნებმა რეფორმები განახორციელონ. მათ იციან, რა არის გასაკეთებელი. ჩვენი მხრიდან, ევროკავშირის მხრივ კი, ჩვენ გვჭირდება მოვემზადოთ. მრავალი წლის განმავლობაში პირველად ხდება, რომ გვაქვს ასეთი მაღალი დონის დებატები ფუნდამენტურ საკითხებზე. ეს იქნება ევროკავშირის საბჭოს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა, რადგან ეს არის სტრატეგიულ დღის წესრიგზე დებატების დაწყების საწყისი ეტაპი. დღის წესრიგში დგას რამდენიმე საკითხი: პირველი, რა გვსურს ერთობლივად მომავალში, რა არის ჩვენი პრიორიტეტები, საერთო პოლიტიკა, გაფართოების პერსპექტივიდან გამომდინარე. მეორე, როგორ ვწყვეტთ საკითხებს ერთად და მესამე, როგორ ვაფინანსებთ ჩვენ პრიორიტეტებსა და ინიციატივებს მომავალში

თქვა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა გრანადის სამიტზე ჟურნალისტებთან საუბრისას.

კომენტარები