საქართველო-ევროკავშირი

"მომავალ კვირას თქვენს ქვეყანაში ვარ" – ორბანი საქართველოში ჩამოდის

ვიქტორ ორბანი
Olivier Matthys/AFP via Getty Images

გრანადაში ევროკავშირის ლიდერების შეხვედრის დაწყებამდე ვიქტორ ორბანმა ჟურნალისტებთან გაკეთებულ კომენტარში თქვა, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის ყველაზე ერთგული მხარდამჭერია, რის სადემონსტრაციოდაც მომავალ კვირაში თბილისშიც ჩამოდის.

"თქვენი წევრობის ყველაზე ერთგული მხარდამჭერი [ვარ]. სრულიად უსამართლოა, რომ არ გპირდებიან, რომ [ევროკავშირის წევრი] გახდებით რაც შეიძლება მალე, იმიტომ, რომ კარგად იმუშავეთ. ძალიან გვჭირდებით". - თქვა ორბანმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, რა გახდა გასულ წელს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის არმინიჭების მიზეზი, ორბანმა თქვა, რომ ეს ევროკავშირის ლიდერების "ეგოიზმით" იყო განპირობებული.

"ლიდერები ეგოისტები არიან. მათ არ უნდათ, რომ შეგიშვან და მოგცენ ფინანსური რესურსები, რაც გჭირდებათ. ისინი ამას დაღლილობას უწოდებენ, გაფართოებით დაღლილობას, რაც თქვენი ქვეყნის მიმართ აბსოლუტურად უსამართლოა, ასე რომ, უნდა გაგიზიაროთ რაც გვაქვს, იმიტომ, რომ გვჭირდებით, სტრატეგიული პოზიცია გაქვთ". - თქვა უნგრეთის პრემიერმა.

მანვე აღნიშნა, რომ მომავალ კვირას, მთავრობის სრულ შემადგენლობასთან ერთად საქართველოში ჩამოვა და შეხვედრებს გამართავს.

"მომავალ კვირას თქვენს ქვეყანაში ვარ. თბილისში სამთავრობო შეხვედრა გვექნება. უნგრეთის მთავრობა იქ იქნება. ყველა მინისტრი ჩემთან ერთად იქნება". - თქვა ორბანმა.

გრანადაში ევროკავშირის ქვეყნების ლიდერების არაოფიციალურ შეხვედრაზე ბლოკის გაფართოების, მიგრაციისა და 2024-2029 წლების სტრატეგიულ დღის წესრიგს განიხილავენ.

კომენტარები