პრეზიდენტის იმპიჩმენტი

პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესი ნამდვილად არ უწყობს ხელს დეპოლარიზაციას – ჰერჩინსკი

European Union in Georgia

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ აღნიშნა, რომ საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცესი არ უწყობს ხელს ნომერ პირველი პუნქტის, დეპოლარიზაციის შესრულებას. 

მისი თქმით, 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების მხრივ არაერთგვაროვანი სურათია.

"ერთი მხრივ, ბევრი რამ გაკეთდა, განსაკუთრებით ბოლო კვირების განმავლობაში, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ვიზიტის შემდეგ, ჩვენ ვხედავთ უზარმაზარ დაჩქარებას, მეორე მხრივ, ჯერ კიდევ სხვადასხვაგვარი სიგნალები მოდის საქართველოდან". - IPN-ის ცნობით თქვა ჰერჩინსკმა.

1-ელ სექტემბერს ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მმართველი პარტიის მიერ პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების შესახებ გადაწყვეტილება გამოაცხადა. მიზეზად კობახიძემ ევროპელ ლიდერებთან ზურაბიშვილის ვიზიტები დაასახელა, რომელთა შესახებ პრეზიდენტს მთავრობისგან თანხმობა არ მიუღია. 

6 ოქტომბერს, საკონსტიტუციო სასამართლოში დასრულდა კონსტიტუციური წარდგინების განხილვა საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, მერაბ ტურავას თქმით, პარლამენტი შესაბამის დასკვნას კონსტიტუციით გათვალისწინებულ ვადებში მიიღებს, რომელიც 14 ოქტომბერს იწურება. მისივე თქმით, სამი დღის განმავლობაში ამ პროცესის წარმართვა მარტივი არ ყოფილა.

კომენტარები