ევროკავშირი

საერთოდ არ ვეთანხმები ამ თარიღს – მარკ რუტე 2030 წელს EU-ს გაფართოებაზე

ნიდერლანდების პრემიერმინისტრი, მარკ რუტე არ ეთანხმება უკრაინის, მოლდოვის, საქართველოსა და დასავლეთ ბალკანეთის 6 ქვეყნის 2030 წელს ევროკავშირში გაწევრიანების იდეას. 

"მე საერთოდ არ ვეთანხმები ამ თარიღს. საკითხავი ის კი არ არის, როდის იქნება ქვეყანა მზად, არამედ არის თუ არა ის მზად. [...] ევროკავშირს უკვე ჰყავს 27 წევრი და თუ მეტი ქვეყანა შეუერთდება, გადაწყვეტილების მიღების პროცესი და ყველა სხვა საკითხი კიდევ უფრო გართულდება". - თქვა მარკ რუტემ.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა 28 აგვისტოს სლოვენიაში გამართულ ბლედის სტრატეგიულ ფორუმზე ევროკავშირის გაფართოების აუცილებლობაზე ისაუბრა. მისი თქმით, ევროკავშირი და მასში გაწევრიანების მსურველები 2030 წლისთვის გაფართოებისთვის მზად უნდა იყვნენ.

გარდა ამისა, 4 ოქტომბერს მიშელმა ერთ-ერთ გამოცემასთან საუბრისას აღნიშნა, რომ უკრაინა შესაძლოა 2030 წლამდე გახდეს ევროკავშირის წევრი.

კომენტარები