შალვა პაპუაშვილი

პაპუაშვილი: აღარ გაგივათ არც ქართველს, არც უცხოელს, ქართულ კანონს დაარქვათ რუსული კანონი

საქართველოს პარლამენტი, სადაც სხედან ქართველი ხალხის მიერ არჩეული წარმომადგენლები, იღებს მხოლოდ და მხოლოდ ქართულ კანონებს. ჩვენ რუსულ კანონთან დაკავშირებით, რაც მარტში ვიხილეთ, ეს იყო ტიპური კაგებეს წიგნებიდან ამოკითხული ტაქტიკები პროპაგანდისა. იმისი, რომ თეთრს დაერქვას შავი, ქართულს დაერქვას რუსული და ამით, იმ პროპაგანდისტული საინფორმაციო შტურმით, რომელიც მაშინ მოხდა, მომხდარიყო დისკრედიტაცია სადისკუსიო თემისა, რომელზეც შეიძლებოდა დისკუსია, მსჯელობა, მაგრამ ამის იარლიყის მიკვრით და ბრენდირებით, არადემოკრატიულად, ზუსტად რუსული სტილით, კაგებეს წიგნიდან ამოკითხული ტაქტიკებით ქართველმა და უცხოელმა აქტორებმა ჩირქი მოსცხეს საქართველოს პარლამენტს.

[...] საინფორმაციო შტურმში ჩართული იყვნენ როგორც ქართველი ისე უცხოელი აქტორები. და, ეს იყო ჩვეულებრივი თავდასხმა ქართველი ხალხის მიერ ამორჩეულ წარმომადგენლებზე და შესაბამისად, თავდასხმა ქართველ ხალხზე და ქართულ დემოკრატიაზე.

[...] ზვიად გამსახურდიას სახელობის დარბაზში იმის თქმის უფლებას არ მოგცემთ, რომ საქართველოს პარლამენტი იღებს რუსულ კანონს. ეს პროპაგანდა აღარასდროს აღარ გაგივათ არც ქართველ, არც არცერთ უცხოელ აქტორს, რომ ქართულ კანონს, ქართულ პარლამენტს დაარქვათ რუსული კანონი, რუსული პარლამენტი, ამით შეურაცხყოფა მიაყენოთ და თავს დაესხათ ქართველ ხალხს, მის არჩეულ წარმომადგენლებს და ქართულ დემოკრატიას.

თქვა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე.

კომენტარები