საქართველო-აშშ

ბლინკენი: პუტინის ქმედებები, მათ შორის, 2008-ში აჩვენებს, რომ უარყოფს ფუნდამენტურ პრინციპებს

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი 
REUTERS/Raquel Cunha/Pool

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის თქმით, პუტინის ქმედებები, მათ შორის 2008 წელს აჩვენებს, რომ იგი ფუნდამენტურ პრინციპებს უარყოფს. ამის შესახებ მან ბეიკერის საჯარო პოლიტიკის ინსტიტუტში საუბრისას აღნიშნა

"მე ვფიქრობ, პირველი, რასაც უნდა ვეცადოთ, არის დარწმუნება იმაში, რომ კარგად გვაქვს გაცნობიერებული, რა ხდება რეალურად. ეს ჩვენთვის ძალიან ნათელია. თუ ერთ ნაბიჯს უკან გადავდგამთ და შევხედავთ, რა ეტაპზე ვართ, ჩვენ გვაქვს ცივი ომის შემდგომი ერის დასასრული. მიმდინარეობს ინტენსიური კონკურენცია, რათა რეალურად ჩამოყალიბდეს, თუ რა იქნება მომავალში.

ერთ-ერთი კონკურენტი რუსეთი და პუტინის რუსეთია, ის ქმედებები, რომლებიც მან განახორციელა, რომლებიც მათ განახორციელეს არა მხოლოდ გასული წელიწად-ნახევრის განმავლობაში, არამედ მინიმუმ 2014 წელს და შესაძლოა მანამდეც, საქართველოში 2008, 2009 წლებში. ეს კი აჩვენებს, რომ იგი უარყოფს არსებულ წესრიგს, ფუნდამენტურ პრინციპებს, რომლებიც განსაზღვრავს წესრიგს - ტერიტორიულ სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას". - თქვა ბლინკენმა. 

ამასთან, ბეიკერის ინსტიტუტში ბლინკენის დისკუსია შეეხებოდა უკრაინაში მიმდინარე ომს, ჩინეთთან დაკავშირებულ სტრატეგიულ საკითხებს, მსოფლიოს ენერგეტიკული ბაზრებსა და აშშ-მექსიკის ურთიერთობებს. 

კომენტარები