ბატონო შალვა [პაპუაშვილი], პირადად მოგმართავთ - მოგვეცეს შესაძლებლობა, რომ პრეზიდენტ სააკაშვილთან შევიდეთ. ამგვარი დრაკონული აკრძალვის გადაწყვეტილება არცერთ პარლამენტის თავმჯდომარეს არ მიუღია, როგორსაც თქვენ იღებთ. კარგად გვესმის, რომ ამ გადაწყვეტილებას თქვენ არ იღებთ, იმიტომ, რომ ამ პარლამენტში თქვენ არავინ არაფერს გეკითხებათ. აქაც კი მხოლოდ ისე ზიხართ, როგორც ბუტაფორია და მოვალეობის შემსრულებელი. ამ პარლამენტის თავმჯდომარეც არ ბრძანდებით და რა თქმა უნდა, მთავარ გადაწყვეტილებებს ბიძინა ივანიშვილი იღებს.
tbl.ge/6j4k
დაკოპირდა

ასე მიმართა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა, თინა ბოკუჩავამ პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს.
2022 წლის დეკემბერში, პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, დეპუტატებს სააკაშვილის მონახულება მხოლოდ სპეციალური ნებართვის მიღების შემდეგ შეეძლებათ
ერთიანი ნაციონალური მოძრაობაენმთინა ბოკუჩავაქართული ოცნებაშალვა პაპუაშვილისაქართველოს პარლამენტიპარლამენტის პლენარული სხდომამიხეილ სააკაშვილი
ამავე თემაზე
- პაპუაშვილი: საკონსტიტუციო უმრავლესობა ვერ ავიღეთ, მაგრამ შეიძლება, თავი გაიუქმოს ოპოზიციამ
- პაპუაშვილი: როგორ შეიძლება შეედავო რუსეთს, როცა თვითონ არღვევ წესებს
- პაპუაშვილი ზოსიმეს ხელნაწერზე: ერთი მადლობა გენანებათ ბიძინა ივანიშვილისთვის
- პაპუაშვილი პარტნიორებზე: ზურაბიშვილის მიწვევით ამბობენ, რომ ჩვენი კონსტიტუცია ფარატინაა
- პაპუაშვილი: მანამდე ჩრდილოეთიდან იყო დეზინფორმაციის ტალღა, ახლა - დასავლეთიდან




