ბინები სტუდენტებისთვის ანუ მარათონი - იქირავე ბინა თბილისში
რისი დროა ახლა? ცხელი ჩაის, სავარძელში გემრიელად მოკალათების, პლედის შემოხვევის, წიგნების კითხვის, შემოდგომისფერი თრენჩის, ბერეტების, Facebook-ზე ყვითელი ფოთლების გაზიარების და კიდევ, ვინ იცის, რამხელა შეიძლება იყოს ეს სია?!
მაგრამ ყველაზე მთავარი, რაც არ უნდა გამოგვრჩეს ისაა, რომ ახლა სტუდენტური ცხოვრების დაწყების დროა. ამბობენ, რომ სტუდენტობა ოქროს ხანაა, როცა ადამიანი ცხოვრების ერთ ძალიან მნიშვნელოვან, 12-წლიან ეტაპს ასრულებს და ახალ ფაზაში გადადის. ამის მტკიცებას ვერ დავიწყებთ, უფრო სწორად კი, ამ სტერეოტიპს ვერც დავადასტურებთ და ვერც უარვყოფთ.
მაგრამ, რაც ვიცით, იმ სტუდენტებისთვის, ვინც სკოლა სხვა ქალაქებში თუ სოფლებში დაამთავრეს, შემოდგომა ბინის ძებნის "მარათონის“ დროც არის. ცნობისთვის, ბინა თბილისში საკმაოდ რთული საპოვნელია, რუტინული ძიების პროცესს, რკინის ნერვებს, უამრავ ადგილას მისვლას, უამრავი ვარიანტის ნახვას, მათგან უმრავლესობაზე უარის თქმას და იმ ერთადერთის ამორჩევას მოითხოვს, ამიტომ არც ეს "მარათონელობაა“ მარტივი, გვენდეთ, დაგვეჯერება.
თუ არ გჯერათ, ამ პროცესზე გიამბობთ:
პირველ ეტაპზე ახალი სტუდენტის გონებაში ლოკაციის ამორჩევის რეჟიმი ირთვება. ამ დროს ის საზღვრავს, რა არის მაქსიმალური მანძილი, რაც შეიძლება იყოს ბინასა და უნივერსიტეტს შორის. თბილისი საკმაოდ დიდი და ხანდახან რთული ქალაქიც არის, ამიტომ სად მდებარეობს შენი ბინა თბილისში, ძალიან მნიშვნელოვან გავლენას ახდენს შენს ცხოვრებაზე, შეიძლება განათლებაზეც. იცი, რას ვგულისხმობთ?! ჰო, საცობებს. თუ საცობში ნახევარ სტუდენტობას გაატარებ, ყველა ლექციაზე დააგვიანებ.
შემდეგ სტუდენტი მინიმალურ მოთხოვნებზე ფიქრობს. ისიც უნდა დაალაგოს, რა არის მისთვის პრიორიტეტული: უკეთ მოწყობილი ბინა თბილისში, თუ მისი ადგილმდებარეობა, რომელიც თუ ყველაფერი კარგად დალაგდა საშუალებას მისცემს, ცოტა მაინც ააცილოს აქაურ კილომეტრიან საცობებს თავი, რაც რა საფრთხეებსაც შეიცავს, ზემოთ უკვე გითხარით.
ბოლო ეტაპი, ბიუჯეტისა და ბაზარზე არსებული შეთავაზებების ერთმანეთთან შედარებაა. აქედან კი ნამდვილი ძებნის პროცესი იწყება, რასაც „მარათონს“ ვეძახით.
ნებისმიერ ადამიანს, რომელმაც ბინა ბოლო პერიოდში იქირავა, რომ ჰკითხო, რა იყო ამ ამბის ყველაზე რთული ნაწილი, გეტყვით, რომ მაკლერებთან კომუნიკაცია, დროის შეთანხმება, აჩქარებულად ადგილზე მისვლა, რომ ვინმემ არ დაგასწროს და უმეტეს შემთხვევაში, მეპატრონესთან სიშორე. როგორც წესი, ბინების გაქირავება შუამავლების მხრებზე გადადის და დამქირავებელი მეპატრონეს მხოლოდ ბოლო ეტაპზე ხვდება. არადა, როცა გრძელვადიან ქირაზე ვსაუბრობთ და სტუდენტების შემთხვევაში, ვადა მინიმუმ 4 წელია, თუ სამედიცინოს სტუდენტებს არ ჩავთვლით, მეპატრონე დამქირავებლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის ადამიანი, რომელთანაც მომდევნო თვეებისა თუ წლების გამნავლობაში ყველაზე მეტი კომუნიკაცია და მნიშვნელოვანი საყოფაცხოვრებო საკითხების გაზიარება ხდება საჭირო.
როგორ ვიპოვოთ მეპატრონის ბინა თბილისში?
ბინების გაქირავება ბოლო წლებია საკმაოდ პოპულარულ და აქტიურ საქმედ იქცა. ამ პერიოდში მეპატრონეების როლი ნელ-ნელა იკარგება და თითქმის შეუძლებელია, იპოვო ბინა თბილისში, რომელსაც მეპატრონე თავად აქირავებს და პირდაპირი კომუნიკაცია გქონდეს მასთან. თუმცა არც ეგრე დრამატულადაა საქმე, თუ Bina24.ge-ზე შეხვალ, საძიებო ველში მიუთითებ, რომ შენი მიზანია იპოვო ბინა თბილისში, აღნიშნავ უბანს, შენს ბიუჯეტს, მაცხოვრებლების რაოდენობას, მიუთითებ ბინები დღიურად გინდა თუ მთელი თვით ან საათით, გაქვს საშუალებას პირდაპირი კომუნიკაცია გქონდეს გამქირავებელთან, რითიც პროცესიც მარტივდება და შენც უფრო მშვიდად გრძნობ თავს.
ვისაც ბინა თბილისში ერთხელ მაინც მოუძებნია, დაგვეთანხმება, საკმარისია საძიებო სისტემაში ჩაწერო: ბინა თბილისში, ბინების გაქირავება, ბინები დღიურად, ბინის ქირაობა, ქირა, თუ სხვა, რომ უამრავ ვებ-საიტს იპოვი, თუმცა, სამწუხაროდ, უმრავლეს შემთხვევაში, ზოგს ის აკლია, პარკინგი არის თუ არა, ზოგან რაღაც წერია, მაგრამ რეალობა არაა, ზოგან ისეთი ფოტოებია, რთულია რაიმე გაარჩიო, ზოგან განმცხადებლად მეპატრონეა მითითებული, მაგრამ სხვა გხვდება, ეს და კიდევ ბევრი სხვა დეტალი ართულებს მარათონის ფინიშს, იპოვო ბინა თბილისში. ამ დროს კი, მიზნის მიღწევაში შეიძლება Bina24.ge დაგეხმაროს, რადგან აქ გხვდება დეტალური ინფორმაცია ბინის შესახებ: როგორ მდგომარეობაშია რემონტი, რა ფართის არის ბინა, რამდენი საძინებელია, ცენტრალური გათბობა აქვს თუ არა, ეგ კი არა ბინის ნახვამდე ისიც იცი, ის CO და კვამლის სენსორით აღჭურვილია თუ არა. როცა გამქირავებელსაც ენდობი და ისიც იცი, რომ პლატფორმა, რომელიც გაკავშირებთ, შენს სრულ ინფორმირებულობას უზრუნველყობს, იპოვო ბინა თბილისში უფრო მარტივი ხდება. არც რამდენიმე ათეული ვარიანტის ნახვა გიწევს, ერთიდან მეორეში სირბილი და არც სიურპრიზების ლოდინი.
მაშინ როცა სტუდენტობის ოქროს პერიოდის გატარება ბინაზე დარდში არ გიწევს, მარტივად პოულობ, ქირაობ და უკვე გაქვს ბინა თბილისში, შეიძლება ვისაუბროთ პლედზე, შემოდგომაზე და ამ ძვირფასი ხანის მნიშვნელობაზე, ან ამ პერიოდში მარტო, მშობლებისგან დამოუკიდებლად, ცხოვრების უპირატესობებზეც, უარყოფით მხარეებზეც, მაგრამ ეს შემდეგ.
ბინების გაქირავება მსოფლიოში საკმაოდ მზარდი ბიზნესია. ევროპის მოსახლეობის 30% ქირაობს ბინას, ამერიკაში კი ეს რიცხვი მეტია და 34%-ს შეადგენს. ბევრ ქვეყანაში გამქირავებელი არა მხოლოდ ორიენტირებულია გონივრულ ვადაში მიაღწიოს მიზანს და გააქირავოს ბინა, არამედ ატარებს გასაუბრებებს, რათა დარწმუნდეს, სწორ არჩევანს აკეთებს. ამიტომაც პირდაპირი კომუნიკაციის საშუალება დამქირავებელთან, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ, მეპატრონისთვისაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, შეიძლება მეტადაც, რადგან იგი მას თავის ქონებაზე გარკვეულ უფლებებს აძლევს, ასეთ დროს ნდობა, სიმპათია მნიშვნელოვანი რამეა.
მოდი, ახლა ხელი მათ აწიონ, ვისაც ახლობლის თხოვნით განცხადებების საიტზე ერთხელაც არ განუთავსებია ბინა ან რაიმე ფეისბუქ ჯგუფში, სახელწოდებით: "ბინების გაქირავება“ არ დაუპოსტავთ. ინბოქსში შემოსული მესიჯები: რა ღირს, რამდენი კვადრატია, მე მინდა ბინა თბილისში, ნომერი მომწერე, ბინები დღიურად არ გაქვს?! ან საიტებზე რეგისტრაცია, ფოტოების ატვირთვისა და ინფორმაციის დახარისხების სირთულეები, უკვე წარსულის ამბავია, რადგან bina24.ge-ზე ბინების გაქირავება , უფრო სწორად, კი მისი გასაქირავებლად ატვირთვა არც დიდ ჰაკერულ უნარ-ჩვევებს მოითხოვს, არც ინგლისურის და კომპიუტერის უმაღლეს დონეზე ცოდნას. მეტიც, თუ თქვენ ახლობლებისგან შეწუხებული მარადმწვანე განმცხადებელი ხართ, თამამად შეგიძლიათ, მათ უბრალოდ ვებ-საიტის მისამართი, bina24.ge, ასწავლოთ და იცოდეთ, რომ ისინი ამ დავალებას მარტივად გაართმევენ თავს.
Bina24.ge საუკეთესო გადაწყვეტაა ბინის მაძიებელისა და გამქირავებლისთვის. როგორ ეძებდნენ ბინებს მაშინ, როცა ინტერნეტი არ არსებობდა? წარმოიდგინეთ, რა რთული იქნებოდა ბინების გაქირავება იმ დროში, როცა სიტყვიერად ინფორმაციის მიწოდება რამდენიმე ათეული ადამიანისთვის შეგიძლია და მას ვერ ავრცელებ. არც დამქირავებელი იქნებოდა კარგ დღეში ფილტრების გარეშე, ყურმოკრული ინფორმაციით ბინის ძიებაში. ინტერნეტისა და ტექნოლოგიების წყალობით, ახლა უბრალოდ შედიხარ საიტზე, bina24.ge და იგი გთავაზობს უამრავ ვარიანტს, დაწყებული მოკლევადიანი: დღიური, საათობრივი ქირით, დამთავრებული რამდენიმეთვიანი იჯარით. საიტზე ატვირთული ბინების მრავალფეროვნება მაძიებელს საშუალება აძლევს, იპოვოს ის, რასაც ეძებს. გაიგოს სრული ინფორმაცია ბინაზე და მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყვიტოს, ღირს თუ არა მეტი დროის ამაზე დახარჯვა. ინფორმაციის სისრულით დამქირავებელი თავიდან იცილებს საფრთხეს, რომ ბინა თბილისში დიდ სიურპრიზად არ იქცევა. და ბოლოს, დრო, ალბათ, ყველაზე მეტად რისი დეფიციტიც გვაქვს სწორედ დროა, დროის დაზოგვის, უმიზნო, უშედეგო შეხვედრების თავიდან აცილებისა და „გაფუჭებული ტელეფონის“ თამაშის გამორიცხვის მიზნით, დამქირავებელი და გამქირავებელი ერთმანეთს მარტივად უკავშირდება, ასე ბინა თბილისში არც ისეთი რთული საშოვნელი ხდება და არც ბინების გაქირავება არის ატომის დაშლასავით რთული.
შეცვლის ბინები დღიურად გრძელვადიან გაქირავებას?
კარგი, რადგან ბინების გაქირავება, ქირაობაზე ჩამოვარდა საუბარი, წარმოუდგენელია არ ვახსენოთ ე.წ. ბინები დღიურად. ბინები დღიურად მოგზაურობისას იდეალური არჩევანია ტურისტებისთვის, ვისაც სასტუმროში დარჩენას საკუთარი კომფორტის თავად შექმნა ურჩევნია, ადგილობრივებისთვის, ვინც სამეგობრო შეკრებას გეგმავს, ან, თუნდაც, შეყვარებულთან ერთად რომანტიკული საღამოს გატარება სურს. რა გახსენდება, როცა ეს სიტყვათშეთანხმება, ბინები დღიურად, გესმის?! Airbnb. როგორც Airbnb-ის სტატისტიკა ამბობს, ევროპაში ასეთ ბინებზე მოთხოვნა წლიდან წლამდე იზრდება, რასაც საიტზე განთავსებული ბინების რაოდენობაც ცხადყოფს. Airbnb-ის წარმატების მოდელზე შემდეგ ვისაუბროთ, მაგრამ ფაქტია, როცა ბინა თბილისში ერთი ან რამდენიმე დღით გჭირდება, გირჩევნია ბინა დღიურად იქირავო.
ბინა დღიურად შეიძლება იყოს სასტუმროების ეკონომიური ალტერნატივა, განსაკუთრებით მაშინ, როცა შედარებით ხანგრძლივ პერიოდზე ვსაუბრობთ. როგორც წესი, ბინა დღიურად ბევრად იაფია, ვიდრე სასტუმრო. გარდა ამისა, დღიურ ბინაში სამზარეულოც არის, მაცივარიც, ქურაც, რითიც კვების ხარჯებსაც კი ზოგავ. არ აქვს მნიშვნელობა მოგზაურობ, თუ რაიმე კონკრეტული მიზნით ხარ იქ.
ბინები დღიურად პოპულარული გახდა მოქნილობის, ხარჯების ეფექტურობის, სახლური, მყუდრო ატმოსფეროსა და სიმარტივის გამო. ეს არის სახლი, სახლიდან მოშორებით. Bina24.ge-ზე არც დღიური ბინის ნახვა გაგიჭირდება, მით უმეტეს, რომ არჩევანის გაკეთება ძებნის ეტაპზევე შეგიძლია.
მაშინ, როცა დამქირავებლის აპლუაში ხარ, გასაგებია, რატომ შეიძლება გაინტერესებდეს ბინა დღიურად, მაგრამ რატომ აქირავებენ მეიჯარეები მოკლე პერიოდზე? ასე ხომ ისინი უარს ამბობენ სტაბილურ შემოსავალზე, რასაც ბინის 1 წლის გაქირავებით უწყვეტად მიიღებდნენ?!
თუ გამქირავებელი ხარ, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რატომაც შეიძლება მოკლევადიანი იჯარა გრძელვადიანს გერჩივნოს, მისი მოქნილობაა. ეს პროცესი მოქნილია ორივე მხარისთვის. თვეებიანი იჯარისგან განსხვავებით, ყოველდღიური გაქირავება საშუალებას აძლევს დამქირავებელს დარჩეს იმდენი ხანი, რამდენიც სჭირდება, იქნებ შაბათ-კვირას, რომ დიდი ოჯახის ხმაურს გაექცეს, მივლინების პერიოდში. პარალელურად, გამქირავებელი საკუთარ ქონებას უფრო ხშირად სტუმრობს, მაშინ, როცა მოიჯარე გადის, აკონტროლებს რა კონდიციაში. თან, იცით, ასე სახლის მდგომარეობა უფრო ნარჩუნდება. ეს ერთ-ერთი მთავარი მიზეზია, რატომაც ბინა დღიურად ასეთი პოპულარული ხდება.
უძრავი ქონების გაქირავების საიტებმა და დიჯითალიზაციამ შეცვალა საცხოვრებლის ძებნის ქცევა. არ აქვს მნიშვნელობა სტუდენტი ხარ და ბინა თბილისში ამიტომ გჭირდება, გჭირდება სადღაც რამდენიმე საათი დარჩე თუ გინდა ბინა დღიურად იქირავო, Bina24.ge შენს მოთხოვნებსა და პრიორიტეტებს მარტივად ერგება, ითვალისწინებს და დახმარებასაც გიწევს. მნიშვნელოვანია, რომ გამართული საიტის, სრული ინფორმაციის, სერვისის მოქნილობის წყალობით, პოტენციური მოიჯარეც და გამქირავებელიც დროს, ფინანსებს ზოგავენ.





