ძლიერი ნალექი ოზურგეთში

ძლიერი ნალექის შედეგად ოზურგეთი დაიტბორა

GURIA NEWS

ადგილობრივი მედიის ცნობით, ოზურგეთში მოსული ძლიერი ნალექის შედეგად დაიტბორა ქუჩები, სახლები და ბაზარი.

ოზურგეთის მერია აცხადებს, რომ მობილიზებულია ყველა სამსახური და მერია აგრძელებს საგანგებო რეჟიმში მუშაობას. 

“ვთხოვთ თანამოქალაქეებს, შექმნილი პრობლემების აღმოსაფხვრელად დაუკავშირდნენ სოფლებში მერის წარმომადგენლებს, ან გვაცნობეთ ცხელი ხაზის მეშვეობით: 511 240 040”. - წერია განცხადებაში.

კომენტარები