რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი: ევროკავშირი ლისაბონიდან ლუგანსკამდე იქნება გადაჭიმული

ანალენა ბერბოკი

კიევში ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმაღლესი დიპლომატების შეხვედრაზე გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა თქვა, რომ ევროკავშირი მალე ლისაბონიდან ლუგანსკამდე იქნება გადაჭიმული. 

ბერბოკმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირის ქვეყნები გააგრძელებენ უკრაინის მხარდაჭერას ევროინტეგრაციის გზაზე. მისი აზრით, უკრაინა ჩანს მზად, გაატაროს მნიშვნელოვანი რეფორმები რუსეთის აგრესიის პარალელურად. 

"უკრაინის მომავალი ევროკავშირშია... უკრაინა უფრო და უფრო უახლოვდება ევროკავშირს ყველა სოფლით, გზით და მეტრით, რომელსაც ის ათავისუფლებს" - თქვა ანალენა ბერბოკმა.

კომენტარები