რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთმა ხერსონის ოლქი დაბომბა, არიან დაშავებულები

2 ოქტომბრის დილას რუსეთმა ხერსონის ოლქი დაბომბა, განადგურებულია ავტომობილები, დაზიანებულია რამდენიმე შენობა, არიან დაშავებულები.

ხერსონის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის მეთაურის ოლექსანდრ პროკუდინის განცხადებით დაახლოებით 10:00 საათზე სატრანსპორტო საწარმო დაიბომბა, არიან დაშავებულები.

შინაგან საქმეთა მინისტრის იგორ კლიმენკოს თქმით ადგილზე მყოფმა სპეცდანიშნულების რაზმმა გადაარჩინა მოქალაქე, რომელმაც დაბომბვის შედეგად ფეხი დაკარგა, მისი მდგომარეობა კრიტიკულია. გარდა ამისა, ერთ-ერთი ჭურვი მოხვდა პოლიციის მანქანას, ჭურვის ნამსხვრევებმა ბრონირებულ ნაწილებში შეაღწია, შედეგად დაშავდა ორი სამართალდამცავი.

მსუბუქი დაზიანებები მიიღო ასევე კიდევ ერთმა მშვიდობიანმა მოქალაქემ, მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. 

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ერთ-ერთი პოლიციელი საავადმყოფოში გარდაიცვალა, ის 38 წლის იყო.

რუსეთი ბოლო თვეებია ყოველდღიურად ბომბავს უკრაინის ტერიტორიას. განსაკუთრებული სისასტიკით იბომბება დეოკუპირებული ოლქები.

კომენტარები