ე.წ მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა

აზერბაიჯანმა არაღიარებული ყარაბაღის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი დააკავა

აზერბაიჯანის პროკურატურის ცნობით, დააკავეს მთიანი ყარაბაღის არაღიარებული რესპუბლიკის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, დავიდ ბაბაიანი.

ოფიციალური ბაქოს ცნობით, ბაბაიანზე სისხლის სამართლის საქმე ჯერ კიდევ 2020 წელს, აგრესიული ომის დაწყებისა და წარმოების, დაქირავებული მებრძოლების მომზადებისა და დაფინანსების, შეიარაღებული კონფლიქტის დროს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევის, ტერორიზმის ორგანიზებისა და სიძულვილის გაღვივების ბრალდებით დაიწყო. 

28 სექტემბერს დილით, დავით ბაბაიანმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ის შეყვანილია აზერბაიჯანის "შავ სიაში" და აზერბაიჯანული მხარე შესაბამისი გამოძიებისთვის მის ბაქოში ჩასვლას ითხოვს. მანვე აღნიშნა, რომ ქალაქ შუშაში ჩასვლას და ჩაბარებას გეგმავდა. 

"მე გადავწყიტე, რომ წავიდე შუშაში და ჩავბარდე. ეს დიდ ტკივილს გამოიწვევს ჩემი ოჯახისთვის, თუმცა ვიცი, რომ გაიგებენ. ჩემი გაქცევა ან შეცდომა უფრო დიდ საფრთხეს შეუქმნის ჩვენს მრავალტანჯულ ერს და მე, როგორც პატიოსანი, პატრიოტი და ქრისტიანი ადამიანი ამას ვერ დავუშვებ". - წერდა ბაბაიანი Facebook-ზე.

დავიდ ბაბაიანს საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი 2021 წლის იანვრიდან 2023 წლის იანვრამდე ეკავა, მას შემდეგ ის ე.წ. მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის პრეზიდენტის მრჩეველი იყო.

კომენტარები