ე.წ მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა

ე.წ. მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი აზერბაიჯანელებს ჩაბარდა

Aravot Media

ე.წ. მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი და პრეზიდენტის მრჩეველი, დავიდ ბაბაიანი აზერბაიჯანულ მხარეს ჩაბარდა. მან თავისი ნებით ჩაბარების შესახებ განცხადება Facebook-ის საკუთარ ანგარიშზე გამოაქვეყნა. დავიდ ბაბაიანს საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი 2021 წლის იანვრიდან 2023 წლის იანვრამდე ეკავა, მას შემდეგ ის ე.წ. მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის პრეზიდენტის მრჩეველი იყო. 

დავიდ ბაბაიანის თქმით, მისი ჩაბარება ყარაბაღელი ხალხის უსაფრთხოებისთვის და მომავლისთვის საჭიროა. 

"ჩემო თანამემამულეებო, ყველამ იცით, რომ მე აზერბაიჯანის შავ სიაში ვარ და აზერბაიჯანის მხარე ითხოვს გამოძიებისთვის ჩემს ბაქოში ჩასვლას. მე გადავწყიტე, რომ წავიდე შუშაში და ჩავბარდე. ეს დიდ ტკივილს გამოიწვევს ჩემი ოჯახისთვის, თუმცა ვიცი, რომ გაიგებენ. ჩემი გაქცევა ან შეცდომა უფრო დიდ საფრთხეს შეუქმნის ჩვენს მრავალტანჯულ ერს და მე, როგორც პატიოსანი, პატრიოტი და ქრისტიანი ადამიანი ამას ვერ დავუშვებ. ღმერთმა დალოცოს ჩვენი ერი, დაე უფალმა შეუსმუბუქოს მათი ტანჯვა" - დაწერა დავიდ ბაბაიანმა Facebook-ზე. 

კომენტარები