სლოვაკეთი

სლოვაკეთის არჩევნებში გაიმარჯვა პარტიამ, რომელიც უკრაინის დახმარებას ეწინააღმდეგება

Tomas Benedikovic/AFP

სლოვაკეთის საპარლამენტო არჩევნებში ყოფილი პრემიერმინისტრის, რობერტ ფიცოს პოპულისტურმა მემარცხენე პარტია SMER-SSD-მ გაიმარჯვა

ხმების 99.2%-ის დათვლის შედეგად, SMER-SSD-მ 23% აიღო, ცენტრისტულმა Progresivne Slovensko-მ 17%, ხოლო მემარცხენე-ცენტრისტული პარტია Hlas-ი ხმების 15%-ით მესამე ადგილზე გავიდა.

მიუხედავად იმისა, რომ ფიცოს პარტიას არჩევნებზე მისულ ამომრჩეველთა მეოთხედზე ნაკლებმა დაუჭირა მხარი, გამომდინარე იქიდან, რომ სხვებთან შედარებით მისმა პარტიამ ყველაზე მეტი ხმა მიიღო, SMER-SSD-ს შეეძლება კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბება. 

რობერტ ფიცო გამოირჩევა პრორუსული და NATO-სა და ევროკავშირის მიმართ სკეპტიკური დამოკიდებულებით. მან პირობა დადო, რომ გამარჯვების შემთხვევაში უკრაინას სამხედრო დახმარებას შეუწყვეტს და კონფლიქტის მოსაგვარებლად მოლაპარაკებებს დაუჭერს მხარს.

კომენტარები