რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთმა ნიკოლაევი რაკეტებით დაბომბა, განადგურებულია ინფრასტრუქტურა

29 სექტემბრის დილას რუსმა ოკუპანტებმა ქალაქი ნიკოლაევი რაკეტებით დაბომბეს. 

ერთ-ერთი რაკეტა ქალაქგარეთ მდებარე ინფრასტრუქტურას მოხვდა. ინფორმაციას ნიკოლაევის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის მითაური ვიტალი კიმი ავრცელებს.

"ქალაქი ნიკოლაევი დაიბომბა. განადგურებულია ქალაქგარეთ მდებარე შენობა. შენობის გარშემო გაჩნდა ხანძარი, რომლის ლიკვიდაცია მაშველებმა 6:45 საათზე შეძლეს". – ამბობს კიმი.

ოლქში საჰაერო განგაში 4:16 საათზე გამოცხადდა, სარაკეტო იერიში კი 4:58-ზე მოხდა. ამ ეტაპზე დაშავებულები არ არიან.

ნიკოლაევის ოლქი რუსეთმა 28 სექტემბერსაც დაბომბა, შედეგად განადგურდა ინფრასტრუქტურა.

რუსეთის უკრაინის ტერიტორიას ყოველდღიურად ბომბავს. 

კომენტარები