აზერბაიჯანი - სომხეთი

აზერბაიჯანელი დიპლომატი: არ გვსურს, რომ სომხებმა მთიანი ყარაბაღი დატოვონ

 REUTERS/David Ghahramanyan

აზერბაიჯანის ელჩმა დიდ ბრიტანეთში, ელინ სულეიმანოვმა თქვა, რომ აზერბაიჯანს არ სურს, რომ სომხებმა მთიანი ყარაბაღის ტერიტორია დატოვონ და მათ თავიანთ სახლებში დარჩენისკენ მოუწოდებენ

ელინ სულეიმანოვმა მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებ Reuters-თან ისაუბრა. მისი თქმით, აზერბაიჯანმა მხოლოდ რამდენიმე დღის წინ აღადგინა კონტროლი მთიან ყარაბაღზე და ჯერ არ ჰქონია შესაძლებლობა დაემტკიცებინა, რომ ის უზრუნველყოფს სომხების უსაფრთხოებას და კეთილდღეობას. 

"რა უნდა ქნას აზერბაიჯანმა? ჩვენ ვერავის ძალით ვერ დავტოვებთ, არ გვსურს ვინმე ძალდატანებით დავტოვოთ, მაგრამ არავის მოვუწოდებთ წასვლისკენ" - თქვა ელინ სულეიმანოვმა. 

ბოლო ინფორმაციით, მთიანი ყარაბაღის მცხოვრებმა 70 000-მა სომეხმა დატოვა საკუთარი სახლი და სომხეთში გადასახლდა. როგორც ცნობილია, მთიანი ყარაბაღის სომხური მოსახლეობა სულ 120 000-ს შეადგენდა. ლტოლვილად ქცეული სომხების დიდი ნაწილი აღნიშნავს, რომ მთიან ყარაბაღში დარჩენის შემთხვევაში მათ სიკვდილით დასჯის ან ეთნიკური წმენდის ეშინიათ. 

კომენტარები