Edison Research - ის კვლევა

მოსახლეობის 50%-ის აზრით, საქართველო კანდიდატის სტატუსს ოქტომბერში ვერ მიიღებს - Edison Research

Shame Movement / Facebook

მოსახლეობის 50% მიიჩნევს, რომ 2023 წლის ოქტომბერში საქართველო კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს - კვლევა ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით Edison Research-მა ჩაატარა. 

ფორმულას ცნობით, კვლევის ფარგლებში პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1500 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი.

კვლევის შედეგების ცდომილება არის +/- 3%, 95%-იანი სანდოობის დონისთვის. საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 2023 წლის 7 სექტემბრიდან 24 სექტემბრის პერიოდში.

კომენტარები