გრიპის ვაქცინაცია

გრიპის 200 000 დოზა ვაქცინას ოქტომბერში შემოიტანენ, რისკ-ჯგუფები უფასოდ აიცრებიან

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას ინფორმაციით, გრიპის საწინააღმდეგო ​ვაქცინის 200 000 დოზა ხელმისაწვდომი ოქტომბრის მეორე ნახევრიდან იქნება. მისივე თქმით, რისკჯგუფები გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციას უფასოდ ჩაიტარებენ. შესაბამის ბრძანებას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ახლოეს დღეებში გამოაქვეყნებს.

"წელს დაგეგმილია გრიპის 200 000 დოზა ვაქცინის შემოტანა. იგივე რაოდენობა იყო გასულ წელს და ეს რაოდენობა საკმარისია. ველოდებით, რომ ოქტომბრის მეორე ნახევარში გადანაწილდება ვაქცინები სამედიცინო დაწესებულებებში. კრიტერიუმები იდენტურია, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი შეიმუშავებს ბრძანებას და უახლოეს დღეებში გამოიცემა“, - თქვა გაბუნიამ.

კომენტარები