სალომე ზურაბიშვილი

ზურაბიშვილი რიგაში ლატვიის პრეზიდენტს, ედგარს რინკევიჩს შეხვდა

ფოტო ზურაბიშვილისა და რინკევიჩის შეხვედრიდან
@Zourabichvili_S

სალომე ზურაბიშვილი რიგაში ლატვიის პრეზიდენტს, ედგარს რინკევიჩს შეხვდა.

"ევროპულ გზაზე ამ გადამწყვეტ მომენტში შესანიშნავი შეხვედრა მქონდა ლატვიის პრეზიდენტთან, ედგარს რინკევიჩთან. მადლობა, ლატვია, წლების განმავლობაში საქართველოს გვერდით დგომისთვის.

თქვენი მტკიცე მხარდაჭერა გადამწყვეტია საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე". - წერს ზურაბიშვილი X-ზე.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სალომე ზურაბიშვილი აგრძელებს ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად.

გუშინ, 25 სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტი ტალინში ესტონეთის პრეზიდენტს, ალარ კარისს შეხვდა. 27 სექტემბერს კი, ზურაბიშვილი ვილნიუსში ჩავა და ლიტვის პრეზიდენტს, გიტანას ნაუსედას ეწვევა.


სალომე ზურაბიშვილმა 31 აგვისტოს ბერლინში გერმანიის პრეზიდენტთან ვიზიტით დაიწყო ევროპელ ლიდერებთან შეხვედრები "საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მხარდასაჭერად". 

როგორც შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციამ განაცხადა, პრეზიდენტმა ევროპაში შეხვედრები მთავრობასთან შეუთანხმებლად გამართა. ქართული ოცნების მტკიცებით, სალომე ზურაბიშვილმა ამით კონსტიტუცია დაარღვია. მმართველმა გუნდმა პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყო.

კომენტარები