რუსეთი - ბელარუსი

ლუკაშენკო ვლადიმირ პუტინს ყირგიზეთში შეხვდება

ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ თქვა, რომ ის რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს ყირგიზეთში შეხვდება. ლუკაშენკოს თქმით, ეს შეხვედრა ოქტომბერში შედგება. დსთ-ს სამიტი ოქტომბერში სწორედ ყირგიზეთში გაიმართება. 

ინფორმაციას ბელარუსული საინფორმაციო BelTa ავრცელებს. ლუკაშენკომ პუტინთან შეხვედრის გეგმებზე ლენინგრადის ოლქის გუბერნატორთან შეხვედრისას განაცხადა. 

ლუკაშენკომ ასევე თქვა, რომ ის ვლადიმირ პუტინს ტელეფონით ესაუბრა და მათ ერთობლივი პროექტების იმპლემენტაციაზე იმსჯელეს. 

კომენტარები