დასავლეთის სამხედრო დახმარება უკრაინას

გერმანია უკრაინას 400 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს

IRIS-T-ის საზენიტო სარაკეტო სისტემები
Эхо Кавказа

გერმანია უკრაინას გადასცემს სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს, რომლის მოცულობა 400 მილიონი ევროა

ახალი სამხედრო პაკეტით უკრაინა გერმანიისგან მიიღებს Gepard-ის ტიპის ტანკებს, IRIS-T-ის საზენიტო-სარაკეტო სისტემებს და MRAP-ის ტიპის 200 ჯავშანმანქანას.

დახმარების პაკეტში ასევე შედის საბრძოლო მასალა 155 მმ-იანი საარტილერიო სისტემებისთვის, ნაღმმტყორცნების საბრძოლო მასალა და AT-2 ნაღმების რაკეტები შორ მანძილზე განთავსებული ნაღმებისთვის.

გერმანიის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, გერმანია ასევე გააგრძელებს უკრაინელი სამხედროების მომზადებას - "სავარაუდოა, რომ წლის ბოლომდე მომზადებას სულ 10 ათასი უკრაინელი სამხედრო გაივლის".

ამასთან, გადაწყვეტილება სამხედრო დახმარების ახალ პაკეტის შესახებ რამშტეინის ფორმატში მე-15 შეხვედრის შემდეგ მიიღეს.

კომენტარები