დასავლეთის სამხედრო დახმარება უკრაინას

უკრაინისთვის F-16-ის ტიპის თვითმფრინავების მიწოდება 2024 წელს დაიწყება – ნიდერლანდები

ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა კაისა ოლლონგრენმა თქვა, რომ უკრაინისთვის F-16-ის მოიერიშე თვითმფრინავების მიწოდება 2024 წელს დაიწყება. 

მისივე თქმით, თვითმფრინავების მიწოდება დამოკიდებულია უკრაინელი პილოტების მომზადების პირობებზე.

როგორც ოლლონგრენმა აღნიშნა, დაზუსტებით რთულია იმისა თქმა, თუ რამდენ ხანს გაგრძელდება უკრაინელი პილოტების მომზადება, თუმცა, მისი განმარტებით, ეს პერიოდი, შესაძლოა, 6-8 თვემდე გაგრძელდეს. 

უკრაინელმა მფრინავებმა დანიაში F-16-ებისთვის ვარჯიში უკვე დაიწყეს. ასევე ცნობილია, რომ მოიერიშე თვითმფრინავებისთვის უკრაინელების წვრთნებს საბერძნეთი და პორტუგალიაც შეუერთდებიან.

ამასთან, 15 სექტემბერს ბელგიის მთავრობამ მწვანე შუქი აუნთო "საავიაციო კოალიციის" ფარგლებში უკრაინელი მფრინავების წვრთნაში ქვეყნის მონაწილეობას.

დანიამ, ნიდერლანდებმა და ნორვეგიამ უკრაინისთვის F-16-ების გადაცემის შესახებ გადაწყვეტილება საჯაროდ უკვე გამოაცხადეს. 

კომენტარები