ოთარ ფარცხალაძე

გვარამია ფარცხალაძეზე: ახლა ვერც დასავლეთს ეტყვი, გაიქცა, ექსტრადიციას ვერ მოვითხოვო

ზურაბიშვილმა ფარცხალაძეს მოქალაქეობა არ შეუწყვიტა, ფორმულირებით: "ოთარ ფარცხალაძე მხილებულია ჯაშუშობაში და მის მიმართ დაწყებულია გამოძიება. სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს პრეზიდენტს მიზანშეწონილად არ მიაჩნია მისთვის მოქალაქეობის შეწყვეტა ამ ეტაპზე. პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ თუ ოთარ ფარცხალაძე დასასჯელია, ის უნდა დაისაჯოს, როგორც საქართველოს მოქალაქე."

სამართლებრივ ენაზე რომ ვთარგმნოთ, საქართველოს იურისდიქციაში სრულად დატოვა ნებისმიერ დანაშაულზე პასუხისმგებლობის მიზნით. ახლა ვერც დასავლეთს ეტყვი, რუსეთში გაიქცა, ჩვენი მოქალაქე არაა და ექსტრადიციას ვერ მოვითხოვო. აქაა და აღარც უნდა გაუშვა არსად - უნდა დააკავო აქ და ახლა.

ეხმაურება ნიკა გვარამია სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას, არ შეუწყვიტოს ოთარ ფარცხალაძეს საქართველოს მოქალაქეობა.

კომენტარები