დონალდ ტრამპი

დონალდ ტრამპი: არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში მექსიკის საზღვართან ჯარს გავაგზავნი

დონალდ ტრამპი 2022 წლის 15 ნოემბრის მიმართვის დროს
Alon Skuy/AFP via Getty Images

20 სექტემბერს დონალდ ტრამპმა აიოვაში ამომრჩევლებთან შეხვედრისას თქვა, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, მექსიკის საზღვართან ჯარს გააგზავნის. ტრამპის თქმით, ის ამერიკის საზღვრებს გარეთ მომუშავე ათასობით ჯარისკაცს ამერიკაში დააბრუნებს და მექსიკის საზღვარზე გაუშვებს. 

ტრამპის დაპირებები ასევე მოიცავდა იმ ქვეყნების მოქალაქეების მოგზაურობის შეზღუდვას, სადაც მოსახლეობის უმეტესობა მუსლიმია. 

"ჩემი ინაუგურაციისთანავე შევაჩერებ ბაიდენის ადმინისტრაციის ღია საზღვრების პოლიტიკას" - თქვა ტრამპმა. 

კომენტარები