რუსეთი-ჩრდილოეთ კორეა

THE ECONOMIST: რუსეთი თითქმის ერთი წელია ჩრდილოეთ კორეისგან იარაღს ყიდულობს

კიმ ჩენ ინი და ვლადიმირ პუტინი 2019 წლის აპრილში ვლადივოსტოკში გამართული შეხვედრის შემდეგ გამართულ ოფიციალურ მიღებაზე.

ჩრდილოეთ კორეა რუსეთს იარაღით თითქმის ერთი წელია ამარაგებს. ინფორმაციას გამოცემა The Economist ამერიკულ დაზვერვაზე დაყრდნობით ავრცელებს

The Economist-ის სტატიის თანახმად განვლილი წლის განმავლობაში რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან ზალპური რეაქტიული ცეცხლსასროლი სისტემის კაწიუშას რაკეტები და 152-მილიმეტრიან ჭურვები არაერთხელ შეიძინა. 

სექტემბრის დასაწყისში ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი რუსეთში ვლადიმირ პუტინს შეხვდა. შეხვედრის მთავარი მიზანი ქვეყნების სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავება იყო. იმავე პერიოდში უკრაინულ პრესაში გაჩნდა ცნობა იმის შესახებ, რომ ჩრდილოეთ კორეა რუსეთს 1.5 თვის განმავლობაში ამარაგებს. უკრაინულმა დაზვერვამ ინფორმაცია არც დაადასტურა და არც უარჰყო. სტატიის ავტორების აზრით ვიზიტზე ლიდერებმა უკვე დაწყებული სამხედრო თანამშრომლობის გაფართოებაზე იმსჯელეს. ჩრდილოეთ კორეას არსენალში აქვს თვითმავალი ჰაუბიცები და ბალისტიკური რაკეტები, რომლებიც რუსული ისკანდერის ზუსტი ასლია.

"რუსეთი იარაღს ჩრდილოეთ კორეისგან და ირანისგან ყიდულობს, იმიტომ რომ ეს ქვეყნები ისედაც სანქცირებულია და მათ დასაკარგი არაფერი აქვთ. ეს არ არის ახალი "ბოროტების ღერძი" ეს არის განდევნილთა ბაზარი". – წერია სტატიაში.

19 სექტემბერს რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ ირანში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა. ვიზიტის ფარგლებში შოიგუმ სარაკეტო კომპლექსები დაათვალიერა.

კომენტარები