ზაპოროჟიეს ოლქში რუსული დრონი შვედური ტელეკომპანიის მანქანას თავს დაესხა. შვედური ტელეკომპანია TV4-ის მანქანა ზაპოროჟიეს ოლქში სიუჟეტს ამზადებდა, რა დროსაც მათი ავტომობილი აფეთქდა. ინფორმაციას შვედური ტელეკომპანია TV4-ი ავრცელებს.
TV4-ის რეპორტიორი იოჰან ფრედრიკსონი და ოპერატორი დანიელ ზდოლსეკი აფეთქების მომენტში მანქანაში არ იყვნენ.
რუსულმა დრონმა საჰაერო თავდასხმა შვედურ მანქანაზე 20 სექტემბერს 11:30-ზე განახორციელა, რა დროსაც ფრედრიკსონი და ზდოლსეკი მანქანიდან ახალი გადმოსულები იყვნენ.
"ამჯერად გაგვიმართლა. რუსული დრონიდან ბომბი ზუსტად ჩვენი მანქანის უკანა კარებს დაეცა. საბედნიეროდ, მანქანაში არავინ იმყოფებოდა" - თქვა TV4-ის ჟურნალისტმა იოჰან ფრედრიკსონმა.