ირაკლი კობახიძე

კობახიძე: საერთო პასუხისმგებლობაა, რომ ქვეყანას ავარიდოთ უკრაინიზაცია, ესაა ამოცანა

ყველას მოვუწოდებ სიმშვიდისკენ, რა შუაშია ფარცხალაძე? სად იყო ფარცხალაძე, ესენი ამას რომ აკეთებდნენ. ესენი არიან ჯაშუშები... მე გეტყვით ერთ რამეს, არის დაახლოებით 5 პარტია, ნაცმოძრაობა, ლელო, გახარია, გირჩი, არის რამდენიმე ყველაზე მდიდარი ენჯეო და არის რამდენიმე მედიასაშუალება, რომლებიც პირდაპირ აწარმოებენ საქართველოში აგენტურ საქმიანობას. აქვთ ერთადერთი მიზანი, რომ საქართველო აქციონ უკრაინად. ყველას მოგიწოდებთ, რომ გაემიჯნოთ ამ უმძიმეს დავალებებს.

საქართველოს უკრაინიზაცია არის ის, რაც არაფრით არ უნდა დავუშვათ. ეს თქვენი პასუხისმგებლობაც არის, მათ შორის თქვენი ტელევიზიების პასუხისმგებლობაც არის. ჩვენი საერთო პასუხისმგებლობა არის, რომ ამ ქვეყანას ავარიდოთ უკრაინიზაცია და ეს სუბიექტები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ საქართველოში განმეორდეს უკრაინული სცენარი. ყველაფერს აკეთებენ ამისთვის. ხელოვნური პოლარიზაცია, ხელოვნური რადიკალიზაცია, რაც ხდება დღეს ზოგადად საქართველოში, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც უკრაინაში დაიწყო ომი, ეს ყველაფერი ემსახურება ერთადერთ მიზანს - ეს არის არეულობა, ეს არის რევოლუცია, ეს არის მეორე ფრონტი. რა თქმა უნდა, ამას ვერავინ ვერ ეღირსება.

მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ, დაახლოებით 5 პარტია, რამდენიმე მდიდარი ენჯეო და რამდენიმე მედია საშუალება - ეს სუბიექტები არიან პირდაპირ ჩართული იმ სცენარში, რასაც ჰქვია საქართველოს უკრაინიზაცია. მე საზოგადოებას მოვუწოდებ, იყოს ყურადღებით, სიფრთხილით, იმისათვის, რომ ქვეყნის უკრაინიზაცია არ დავუშვათ, ეს არის მთავარი ამოცანა, რაც აქვს ჩვენ ქვეყანას. ოქტომბერი, ნოემბერი, დეკემბერი უნდა ვიყოთ ყურადღებით, მომავალ წელს საარჩევნოდ უნდა ვიყოთ ყურადღებით, იმისათვის, რომ არ დავუშვათ ამ ქვეყნის უკრაინიზაცია, რაც არის ამ სუბიექტების სურვილი. თითოეულ თქვენგანს მოგიწოდებთ, ვინც ხართ ჩართული შესაბამის მედია საშუალებებში, რომ საკუთარი როლი გაიაზროთ იმიტომ, რომ ნაცების ნებისმიერ ორგანიზაციაში, Მათ შორის ტელევიზიაში მუშაობა არის ამორალური.

თქვა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში მომხდარი დაპირისპირების შესახებ. 

კომენტარები