რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ლოიდ ოსტინი - M1 Abrams-ის ტანკები მალე უკრაინაში იქნება

REUTERS/Ints Kalnins/File Photo

19 სექტემბერს აშშ-ს თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა თქვა, რომ უკრაინა მალე M1 Abrams-ის ტიპის ტანკებს მიიღებს. ლოიდ ოსტინმა უკრაინისადმი დახმარების გაგრძელებაზე გერმანიაში, რამშტეინის სამხედრო ბაზაზე პენტაგონის შეხვედრის გამხსნელ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. 

ლოიდ ოსტინი რამშტეინის ბაზაზე უკრაინის თავდაცვის ახალ მინისტრს, რუსტემ უმეროვს პირველად შეხვდა. 

"[პენტაგონის ფორმატში] ჩვენი ბოლო შეხვედრის შემდეგ, აშშ-მ დამატებით რამდენიმე თავდაცვის დახმარების პაკეტი გაუგზავნა უკრაინას, სულ 2 მილიარდი ამერიკული დოლარის ოდენობის. ეს პაკეტები შეიცავდა საჭირო საჰაერო თავდაცვის, შეიარაღების და გამნაღმველი სისტემები" - თქვა ლოიდ ოსტინმა. 

კომენტარები