რამზან კადიროვი

"სათქმელი არაფერი გვაქვს" – პესკოვი კადიროვის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე

დმიტრი პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის პრესმდივნის, დმიტრი პესკოვის თქმით, ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციას კრემლი არ ფლობს. 

ამის შესახებ ინფორმაციას რუსული ტელეგრამ-არხი, Интерфакс-ი ავრცელებს

"პრეზიდენტის ადმინისტრაცია არ არის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობების გამცემი, ამიტომ სათქმელი არაფერი გვაქვს". – თქვა პესკოვმა. 

აქამდე, გასულ შაბათ-კვირას, 16-17 სექტემბერს სხვადასხვა ანონიმურ ტელეგრამ-არხზე გავრცელდა ინფორმაცია კადიროვის ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ, ასევე იმის შესახებ, რომ ის შესაძლოა მოსკოვის საავადმყოფოში იმყოფებოდეს.

გავრცელებულ ინფორმაციაზე საპასუხოდ, 17 სექტემბერს ჩეჩნეთის ლიდერმა საკუთარ ტელეგრამ-არხზე ვიდეო გამოაქვეყნა.

"აი ასე მიდის საქმე". – ამბობს კადიროვი ვიდეოში და საკუთარ არხზე წერს: "ყველას, ვინც ინტერნეტში ვერ არჩევს სიმართლეს ტყუილისგან, ძალიან ვურჩევ სუფთა ჰაერზე გასეირნებას, ფიქრების დალაგებას. წვიმა შესანიშნავად გამხნევებს".

კომენტარები