რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

დონეცკის ოლქში რუსების ორი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი გავანადგურეთ – უკრაინა

უკრაინის შეიარაღებული ძალების სტრატკომის ტელეგრამ-არხი

2023 წლის 16 სექტემბერს დონეცკის ოლქის დროებით ოკუპირებულ სვიტლოდარსკში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ძლიერი დარტყმებით რუსული საოკუპაციო ძალების ორი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი გაანადგურეს.

ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების სტრატკომი ავრცელებს

"დღეს, დაახლოებით 12:30 საათზე დროებით ოკუპირებულ სვიტლოდარსკში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა Бук-М3-ის ტიპის 2 საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის "დემილიტარიზაცია" წარმატებით შეძლეს". - ნათქვამია განცხადებაში.

ამავე ინფორმაციით, ორივე საჰაერო თავდაცვის სისტემით რუსები ბრიგადის შტაბის მიმდებარე ნაწილებისა და სადესანტო სამმართველოს დაცვას ცდილობდნენ.

კომენტარები