ოთარ ფარცხალაძე

ხოშტარია ფარცხალაძეზე: ეს არის ოცნების მხილება, საქართველოში პრორუსული სპეცოპერაციისთვის

ეს სანქციები ცდება მხოლოდ ფარცხალაძის პიროვნებას, რომელიც თავისთავად არის ერთ-ერთი გამოჩენილი ივანიშვილის კრიმინალი მაფიოზი, მფარველი, რუსეთისა და საქართველოს მოქალაქეობის ერთდროულად მქონე, რომელმაც რუსეთის მოქალაქეობა ომის დაწყების შემდეგ მიიღო. ამასთანავე, ეს არის მთლიანად ქართული ოცნების მხილება, საქართველოში ანტიდასავლური და პრორუსული სპეცოპერაციის ჩატარებისთვის. ეს არის ძალიან სერიოზული გაფრთხილება ყველა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ძირს უთხრიან საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, რომლებიც ხელს უწყობენ რუსეთს ამ სისხლიან ომში და რომლებიც არიან ბიძინა ივანიშვილის უშუალო მმართველობის, მფარველობის ქვეშ.

დროა-ს ლიდერი, ელენე ხოშტარია აშშ-ს მიერ ოთარ ფარცხალაძის დასანქცირებას გამოეხმაურა.

14 სექტემბერს, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს სანქციები დაუწესა.

კომენტარები