სლოვაკეთი

ბრატისლავის ცენტრში ექსპრემიერმა და ყოფილმა შს მინისტრმა იჩხუბეს – [VIDEO]

სლოვაკეთში, ბრატისლავის ცენტრში ექსპრემიერმა იგორ მატოვიჩმა და ყოფილმა შს მინისტრმა რობერტ კალინიაკმა იჩხუბეს.

კალინიაკმა მთავრობის სასახლესთან მიგრანტების შეშვებას აპროტესტებდა. ყოფილი შს პრემიერმინისტრი მატოვიჩი ადგილზე ხმის გამაძლიერებლებით აღჭურვილი მანქანით მივიდა, რომელზეც პოსტერები წარწერებით "ქვეყანას მაფიას არ ჩავაბარებთ" იყო დამაგრებული. კალინიაკმა მიკროფონის წართმევა სცადა, საპასუხოდ მატოვიჩმა ყოფილ დაქვემდებარებულს ფეხი ჩაარტყა. ყოფილი მინისტრების შეხვედრა ჩხუბში გადაიზარდა. დაპირისპირებული მხარეები ადგილზე მისულმა პოლიციამ გააშველა.

ერთ მთავრობაში მყოფი კალინიაკი და მატოვიჩი დღეს სხვადასხვა პარტიებში არიან. 

"როდესაც მაფიას არ მოსწონს რასაც ლაპარაკობ. ადამიანის ტყავში გადაცმული ეშმაკი მოდის და საკუთარი მანქანიდან შენს გამოთრევას ცდილობს". – განაცხადა მატოვიჩმა.

"კანონი არ დამირღვევია. თავისი მანქანით კინაღამ რამდენიმე ადამიანი გაიტანა. საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენას ვცდილობდით". – ამბობს კალინიაკი.

 

კომენტარები