მდინარაძე კანდიდატის სტატუსზე: უარი ნიშნავს, რომ ვიღაც მართლაც გვტოვებს რუსების ხელში

დსთ-ს წევრმა მოლდოვამ მიიღო კანდიდატის სტატუსი. საქართველო, რომელიც ყველა ამ ქვეყანაზე, მის მეგობარ ქვეყანაზე გაცილებით წინ არის ყველა მნიშვნელოვანი კრიტერიუმით, რეფორმით, დემოკრატიის ხარისხით და ასე შემდეგ, აუცილებლად უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი. თუ ეს ასე არ იქნება, ეს იმას ნიშნავს, რომ ვიღაც მართლაც გვტოვებს რუსების ხელში, ჩრდილოელი მეზობლის, ოკუპანტის ხელში რაღაც გაურკვეველ სიტუაციაში და ეს ხელის კვრა არ არის კარგი ამბავი, ცუდი საქციელია. 

ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, უნდა გავერთიანდეთ სიმართლის და ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების მხარდასაჭერად და ვთქვათ, გაბედონ [ოპონენტებმა], თავის თავზე და დავალებებზე მაღლა დადგნენ და თქვან - საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს და საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს.

ქართული ოცნების ლიდერი მამუკა მდინარაძე TV იმედზე.

კომენტარები