ჯო ბაიდენი

Reuters/Ipsos: ბაიდენის მოწონების რეიტინგი მარტის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა

აშშ-ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელი კონგრესმენების მიერ ბაიდენის იმპიჩმენტისთვის მოკვლევის დაწყების პარალელურად Reuters/Ipsos-ი აქვეყნებს კვლევას, რომლის მიხედვითაც სექტემბერში ბაიდენის მოწონების რეიტინგი 42%-მდე გაიზარდა. ეს მარტის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ბაიდენის საქმიანობას დადებითად დემოკრატების 80 % აფასებს, მაშინ როცა რესპუბლიკელების 91% ამერიკის ამჟამინდელი პრეზიდენტის საქმიანობით უკმაყოფილოა.

ახალი კვლევა ამერიკელების შეხედულებებს სხვა საკითხებთან დაკავშირებითაც  აჩვენებს. ამერიკული საზოგადოების 23%-ის აზრით, ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად აშშ-ს ეკონომიკური მდგომარეობა რჩება. 13% მთავარ პრობლემად კრიმინალს და კორუფციას ასახელებს.

Reuters/Ipsos-ის კვლევა ონლაინ ფორმატით ჩატარდა და მასში მონაწილეობა 1 029 რესპონდენტმა მიიღო.

საზოგადოებაში ბაიდენის მოწონების რეიტინგი 2021 წლის აგვისტოდან 50%-ზე დაბალ ნიშნულზეა.

კომენტარები