ბალტიის ქვეყნები

ლატვიამ და ესტონეთმა საზღვრებზე რუსულნომრიანი მანქანების შესვლა აკრძალა

Visitbaltics.com

ლატვიამ და ესტონეთმა 8 სექტემბერს ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული რეკომენდაცია გაითვალისწინეს და საზღვრებზე რუსულნომრიანი მანქანების შესვლა აკრძალეს.

აკრძალვის გადაწყვეტილება პირველმა ლატვიამ მიიღო. 12 სექტემბერს 18:00 საათიდან რუსულნომრიან მანქანებს ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა შეეზღუდათ. 

საბაჟო სამსახურის განმარტებით მათ უფლება აქვთ საზღვრიდან გააბრუნონ რუსულნომრიანი მანქანა. წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში ტრანსპორტის კონფისკაციის უფლება აქვთ.

13 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ევროკომისიის რეკომენდაციას ესტონეთიც აღასრულებს. 

"მათ არ აქვთ უფლება დატკბნენ თავისუფლების პრივილეგიებით, მანამ, სანამ უკრაინა ომში არ გაიმარჯვებს". – განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცახკნამ.

8 სექტემბერს ევროკიმისიამ გამოსცა რეკომენდაცია, რომელიც რუსულნომრიანი მანქანების ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლას კრძალავს. რეკომენდაცია ეხება ტურისტებსაც. სამივე ბალტიის ქვეყანამ რეკომენდაციის აღსრულების მზაობა გამოხატა. 

2022 წლიდან ლიტვამ, ლატვიამ და ესტონეთმა რუსეთის მოქალაქეების ტურისტული ვიზით შესვლა აკრძალა. გამონაკლისი ვრცელდება შენგენის ზონაზე.

 

კომენტარები