კრიმინალი

სუპერმარკეტის თანამშრომელს იარაღის მუქარით 2 000 ლარი გასტაცა – ბათუმში 1 პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა 1972 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ე.მ. ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს. 

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ბათუმში, ერთ-ერთ სუპერმარკეტს ყაჩაღურად თავს დაესხა და თანამშრომელს იარაღის მუქარით 2000 ლარი გასტაცა. ბრალდებული მიმალვის მცდელობისას სამართალდამცველებს არ დაემორჩილა და მათი მიმართულებით გაისროლა, რა დროსაც პოლიციელებმა ის განაიარაღეს და დააკავეს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. 

ყაჩაღობის გზით დაუფლებული ფული და დანაშაულის ჩადენის იარაღი პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო" - აცხადებს შსს. 

ყაჩაღობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

კომენტარები