რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთმა ოდესაზე დრონებით მორიგი იერიში მიიტანა

 Shahed-136-ის ტიპის დრონების ნარჩენები ხარკოვში, 2022 წლის 6 ოქტომბერი.
 STRINGER / REUTERS

გასულ ღამეს რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის ზღვისპირა ქალაქ ოდესაზე ირანული დრონებით მორიგი იერიში მიიტანა.

როგორც უკრაინის შეიარაღებული ძალებში ამბობენ, სამიზნე სამოქალაქო ინფრასტრუქტურა იყო და თავდასხმა ოთხსაათნსხევრის განმავლობაში გრძელდებოდა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, რუსეთმა გაუშვა 44 დრონი, რომელთაგან 32-ის ჩამოგდება შეძლეს.

თავდადხმის შედეგად დაზიანდა საპორტო ინფრასტრუქტურა და სატვირთო მანქანების სადგომზე ხანძარი გაჩნდა. დაშავდა შვიდი ადამიანი, შვიდივე სატვირთო მანქანის მძღოლი. სამი მათგანი ჰოსპიტალიზებულია. 

კომენტარები